სხეულის კორექცია/მოდელირება აპარატით EMSCULPT NEO

EMSCULPT NEO უახლესი, ინოვაციური და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთი დაპატენტებული ტექნოლოგიაა, რომელიც ერთდროულად იყენებს უნიკალურ სინქრონიზებულ RF (ბიპოლარული რადიოსიხშირე) და HIFEM+ (მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებადი ელექტრომაგნიტური ენერგია) სხეულის კომპლექსური კორექციისთვის.

აპარატის უპირატესობებია:

  • არასასურველი ცხიმის მოშორება
  • კუნთოვანის მასის გაზრდა
  • სხეულის ფორმების მოდელირება
  • კანის სტრუქტურის გაუმჯობესება

EMSCULPT NEO-ს პროცედურა უმტკივნეულოა და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები ან პოსტ-პროცედურული შეზღუდვები. პროცედურის ჩასატარებლად არ გამოიყენება საანესთეზიო საშუალებები და არ საჭიროებს დამატებით მომზადებას.

პროცედურის ხანგრძლივობა 30 წუთია და ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული კუნთის შეკუმშვების ჯამური რაოდენობა 20 000 / 24 000 პრესის და/ ან ჩაჯდომის ეკვივალენტურია.

ზონები: მუცელი, მკლავები (შიდა/გარე ზედაპირი), წვივები, დუნდულები, ბარძაყები (წინა, უკანა, გვერდითი, შიდა ზედაპირები).

პროცედურის ერთი სრული კურსი შეესაბამება კვალიფიციური ტრენერის მიერ შედგენილ 12-16 კვირიან უმკაცრეს პროგრამას, პროცედურის დროს ხდება კუნთთა სრული ჯგუფის თანაბარი და ინტენსიური რემოდელირება.

ჩვენი კლინიკის მაღალი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ექიმები თითოეულ პაციენტს პროტოკოლის მკაცრი დაცვით და ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებულ პროგრამას სთავაზობენ. როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა აპარატურულ პროცედურებთან კომბინაციაში.

კურსი მოიცავს 4-8 პროცედურას.

EMSCULPT NEO-ს, როგორც BTL-ის ყველა აპარატს, მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ხარისხის  და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის სიმბოლო – FDA სერტიფიკატი.

წინასწარი რეკომენდაციები:

  • ორგანიზმის ჰიდრატაცია
  • ჭარბოფლიანობის თავიდან ასარიდებლად დასამუშავებელი არის წინასწარი გაპარსვა
  • სასურველია კომფორტული ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც მოგცემთ თავისუფლად მოძრაობის საშუალებას
  • უშუალოდ პროცედურის წინ შესაბამისი ზონის ალკოჰოლით დამუშავება ტენიანობის, სუნამოს, საცხების მოსაშორებლად
  • სავალდებულოა სხეულიდან ყველა სახის მეტალის აქსესუარების, ასევე ელექტრონული მოწყობილობების მოშორება

 

პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებასა და გაუტკივარებას. აპლიკაციის ზონაში, თქვენ შეიგრძნობთ ინტენსიურ კუნთოვან შეკუმშვებსა და სითბურ ზემოქმედებას. პროცედურის მიმდინარეობისას შესაძლოა იგრძნოთ ძლიერი სიმხურვალე, რომელიც არ უნდა იყოს მტკივნეული! ასეთ შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს იმისთვის, რომ მოხდეს სიხშირის რეგულირება.

 

მკურნალობის წარმატებულ შედეგს აქვეითებს:

  • თამბაქოს გამოყენება
  • ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება
  • კვებითი დარღვევები
  • მიმდინარე მედიკამენტოზური მკურნალობა

 

პაციენტს ეძლევა ჯანსაღი კვების რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალიზაციას და ხანგრძლივ შენარჩუნებას.

სასურველია ფიზიკური აქტივობა.

ინტიმური გაახალგაზრდავების და სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა აპარატით EXILIS ULTRA FEMME 360

ბრიტანული კომპანია BTL-ის აპარატი EXELIS ULTRA FEMME 360  შესაძლებელს ხდის: ინტიმურ გაახალგაზრდავებას, ქალებში სომატური ფაქტორებით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციების მკურნალობას (ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან ან ასაკობრივ ცვლილებებთან  დაკავშირებული  ვაგინალური რელაქსაციის სინდრომისა და ვულვოვაგინალური ატროფიის არაინვაზიურ მკურნალობას), ასევე მცირე და დიდი სასირცხო ბაგეების ესთეტიკურ მოდელირებას.

    • პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და არაინვაზიური
    • არ საჭიროებს სარეაბილიტაციო პერიოდს
    • პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს
    • არ საჭიროებს დამატებით მედიკამენტურ თერაპიას
    • გამოიყენება როგორც ნამშობიარებ, ისე არანამშობიარებ ქალებში
    • შესაძლებელია პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკში
    • კურსი მოიცავს 3-4 პროცედურას

    EXILIS ULTRA FEMME 360-ს, როგორც BTL-ის ყველა აპარატს, მინიჭებული აქვს FDA სერტიფიკატი.

    სახისა და სხეულის კორექცია აპარატით EXILIS ULTRA 360

    Exilis Ultra 360 დაფუძნებულია მონოპოლარული RF ტალღებისა და ულტრაბგერის სინერგიაზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ეფექტურად ვიმოქმედოთ სახისა და სხეულის კორექციაზე.

    აპარატის უპირატესობებია:

    • ებრძვის ზედმეტ ცხიმს
    • ამცირებს ნაოჭებს
    • ეფექტურად მოქმედებს სახის კორექციაზე
    • ეფექტურად მოქმედებს სხეულის კორექციაზე
    • კანის ლიფტინგი
    • ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას
    • არ აქვს შეზღუდვა BMI ინდექსის ან კანის ტიპის მიხედვით
    • პროცედურა არ არის მტკივნეული და არ საჭიროებს გაუტკივარებას

    მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციების დაცვა. შედეგი, როგორც წესი, დღითიდღე უმჯობესდება ბოლო პროცედურიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

    წინასწარი რეკომენდაციები:

    • ორგანიზმის ჰიდრატაცია
    • ჭარბოფლიანობის თავიდან ასარიდებლად დასამუშავებელი არის წინასწარი გაპარსვა
    • სასურველია კომფორტული ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც მოგცემთ თავისუფლად მოძრაობის საშუალებას
    • უშუალოდ პროცედურის წინ შესაბამისი ზონის ალკოჰოლით დამუშავება ტენიანობის, სუნამოს, საცხების მოსაშორებლად
    • სავალდებულოა სხეულიდან ყველა სახის მეტალის აქსესუარების, ასევე ელექტრონული მოწყობილობების მოშორება

     

    პროცედურა არ საჭიროებს აპლიკაციურ გაუტკივარებას. პაციენტი შეიგრძნობს სითბურ ეფექტსა და მექანიკურ ზემოქმედებას უშუალოდ ზემოქმედების არეში, რომელიც არ უნდა იყოს მტკივნეული. ასეთ შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს იმისთვის, რომ მოხდეს სიხშირის რეგულირება.

    მკურნალობის წარმატებულ შედეგს აქვეითებს:

    • თამბაქოს გამოყენება
    • ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება
    • კვებითი დარღვევები
    • მიმდინარე მედიკამენტოზური მკურნალობა
    • პაციენტს ეძლევა ჯანსაღი კვების რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალიზაციას და ხანგრძლივ შენარჩუნებას
    • აუცილებელია ფიზიკური აქტივობა

    ცელულიტის/მოშვებული კანის მკურნალობა აპარატით EMTONE

    თანამედროვე, უსაფრთხო აპარატი EMTONE არაინვაზიური მეთოდით, სითბური და მექანიკური ენერგიების RF + TPE (რადიოსიხშირე და ტარგეტირებული დარტყმითი ენერგია) სინქრონული ზემოქმედებით აღმოფხვრის ნებისმიერი ხარისხის ცელულიტს და მისი ფორმირების ხელშემწყობ ფაქტორებს. კურსის დასრულების შემდეგ კანი ხდება გლუვი, კარგავს რელიეფურობას და სადავდება სტრიების ვიზუალი.

    პროცედურა ტარდება ყველა ტიპის კანზე და არ აქვს შეზღუდვა BMI ინდექსის და ცელულიტის სტადიის მიხედვით.

    კურსის საშუალო შედეგები:

    • 59% იზრდება კოლაგენის სტიმულაცია
    • 64% იზრდება ელასტინის სტიმულაცია
    • 44% იზრდება დერმის სისქე (უმჯობესდება ვიზუალი და ცელულიტი ნაკლებად შესამჩნევი ხდება)

    პროცედურების ჩატარების წინ უნდა გაითვალისწინოთ:

    • თქვენი მკურნალი ექიმი თავადვე შეგირჩევთ თქვენზე მორგებულ, ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს
    • პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებასა და გაუტკივარებას
    • პროტოკოლი ითვალისწინებს სრული კურსის ჩატარებას (მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციების დაცვა)
    • პროცედურას ახასიათებს კუმულაციური ეფექტი – პროცედურის შემდგომ ორგანიზმი ცელულიტთან ბრძოლას დამატებით რამდენიმე კვირის განმავლობაში განაგრძობს.

    კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას.

    წინასწარი რეკომენდაციები:

    • ორგანიზმის ჰიდრატაცია
    • ჭარბოფლიანობის თავიდან ასარიდებლად, დასამუშავებელი არის წინასწარი გაპარსვა
    • სასურველია კომფორტული ტანსაცმლის ჩაცმა, რომელიც მოგცემთ თავისუფლად მოძრაობის საშუალებას
    • უშუალოდ პროცედურის წინ შესაბამისი ზონის ალკოჰოლით დამუშავება ტენიანობის, სუნამოს, საცხების მოსაშორებლად
    • სავალდებულოა სხეულიდან ყველა სახის მეტალის აქსესუარების, ასევე ელექტორნული მოწყობილობების მოშორება

     

    პროცედურა არ საჭიროებს აპლიკაციურ გაუტკივარებას. პაციენტი შეიგრძნობს სითბურ ეფექტსა და მექანიკურ ზემოქმედებას უშუალოდ ზემოქმედების არეში, რომელიც არ უნდა იყოს მტკივნეული და გავს ცხელი ქვებით თერაპიას რომელსაც თან ახლავს სასიამოვნო მექანიკური ვიბრაცია. პროცედურის მიმდინარეობისას შესაძლოა იგრძნოთ ძლიერი სიმხურვალე, რომელიც არ უნდა იყოს მტკივნეული! ასეთ შემთხვევაში, აცნობეთ მკურნალ ექიმს იმისთვის, რომ მოხდეს სიხშირის რეგულირება.

     

    მკურნალობის წარმატებულ შედეგს აქვეითებს:

    • თამბაქოს გამოყენება
    • ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება
    • კვებითი დარღვევები
    • მიმდინარე მედიკამენტოზური მკურნალობა
    • პაციენტს ეძლევა ჯანსაღი კვების რეკომენდაცია, რომელიც უზრუნველყოფს შედეგის მაქსიმალიზაციას და ხანგრძლივ შენარჩუნებას
    • აუცილებელია ფიზიკური აქტივობა

    ლაზერული ეპილაცია  აპარატით DEKA AGAIN

    DEKA AGAIN – ინოვაციური, უმტკივნეულო და სწრაფი ალექსანდრიტის ლაზერია, რომელიც დაგეხმარებათ  არასასურველი თმის, კაპილარების, ზედაპირული პიგმენტური ლაქების მოშორებაში, არააბლაციური კანის გაახალგაზრდავებასა და ფსევდოფოლიკულიტის მკურნალობაში.

    DEKA AGAIN არასასურველ თმასთან და კაპილარებთან ბრძოლის უსაფრთხო Alex & Nd:Yag ტექნოლოგიაა.

    ულტრაძლიერი და უსწრაფესი Alex ალექსანდრიტის სხივი უმკლავდება ნებისმიერი ტიპის თმას, მათ შორის, თხელ და ღია ფერის თმის ღერსაც კი + Unrivalled Nd:YAG არააბლაციური, არაინვაზიური, სელექციურად მოქმედი სხივი სწრაფად და უსაფრთხოდ აღწევს კანის სიღრმეში, სხვადასხვა შრეში და ეფექტურად მოქმედებს:

    • კაპილარებზე
    • თმის ფოლიკულებზე

    აპარატს აქვს საფირონის თავაკი და გაგრილების განსხვავებული სისტემა, პაციენტის განსაკუთრებული კომფორტისთვის.

    პროცედურა ტარდება ქალებსა და მამაკაცებში ნებისმიერ ზონაზე – 1 თვიანი ინტერვალით.

    ეფექტურია ნებისმიერი ტიპის, მათ შორის გარუჯული კანის შემთხვევაში.

    რეკომენდაცია:

    • პროცედურის შემდეგ რეკომენდირებულია დამწვრობის საწინააღმდეგო ნებისმიერი პრეპარატის გამოყენება (არგოსულფანი, ბეპანთენი, თურმანიძე, კოლხური და ა.შ)
    • ფუფხის განვითარების შემთხვევაში მექანიკური მოცილება დაუშვებელია

    აკრძალულია:

    ცხელი აბაზანები, საუნა, აუზი, 1-2 კვირის განმავლობაში სკრაბი და საპილინგე საშუალებების გამოყენება, სახის პროფესიული წმენდა, სახეზე გამაღიზიანებელი საშუალებების გამოყენება ერთი კვირის განმავლობაში, მზის სხივები, რუჯი და სოლარიუმი 30 დღის განმავლობაში. პროცედურამდე უმჯობესია პაციენტს არ ჰქონდეს რუჯი მიღებული 30 დღემდე.

    დიოდური ეპილაცია აპარატით PRIMELASE

    Primelase – FDA სერტიფიკატის მქონე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ძლიერი დიოდური ეპილაციის აპარატია, რომლის მეშვეობით პროცედურების ჩატარება შესაძლებელია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, სხეულის ნებისმიერ ზონაზე. პროცედურა კეთდება გარუჯულ კანზეც.

    აპარატის მოცულობითი თავაკი და სიმძლავრე საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ და სრულიად უმტკივნეულოდ, ორჯერ უფრო სწრაფ დროში ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას; ზონაზე თავაკის ერთჯერადად გადატარებაც  კი საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღებად.

    პროცედურა ტარდება ქალებსა და მამაკაცებში ნებისმიერ ზონაზე – 1 თვიანი ინტერვალით.

    კრიოთერაპია – ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება

    კრიოთერაპია თანამედროვე, არაინვაზიური, უმტკივნეულო პროცედურაა ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შესამცირებლად.

    Cocoon Medical-ის ინოვაციური აპარატი Cooltech Define  -10 გრადუსზე ყინავს ტარგეტირებულ ცხიმოვან ქსოვილს, რაც ხანგრძლივი შედეგის გარანტია. ადიპოციტების რაოდენობის შემცირებით მცირდება საერთო ცხიმის შენახვის მოცულობა, რაც სამომავლოდ თრგუნავს ცხიმის ხელახალ ჩალაგებას ნამკურნალებ ზონებში.

    აპარატი აღჭურვილია ე.წ. „სმართ“ თავაკებით და სუბიექტური შეგრძნებებისგან დამოუკიდებლად არჩევს მკურნალობის ინტენსივობას. თითოეული თავაკი ინდივიდუალურად ერგება როგორც პაციენტს, ასევე სამკურნალო ზონას.

    360 გრადუსიანი მოყინვის სისტემა თანაბრად ანაწილებს სიცივეს,  რაც პროცენტულად მეტი რაოდენობის ცხიმოვანი ქსოვილის რღვევას იწვევს.

    9 შესაძლო თავაკიდან ერთ სეანსზე შეგვიძლია გამოვიყენოთ 4, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სხეულის ოპტიმალური კონტურირება და 4 ზონის ერთდროულად დამუშავება.

    თერაპია ბევრად უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახადა სპეციალურმა ინოვაციური მასაჟორის თავაკმა, რომელმაც სრულებით ჩაანაცვლა ხელით მასაჟი და მოყინული ზონის დასამუშავებლად გამოიყენება.

    პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას და არ გააჩნია სარეაბილიტაციო პერიოდი. კრიოთერაპიის კურსი მოიცავს 2-3 პროცედურას 1 თვიანი ინტერვალით.

    • სიწითლე დამუშავებულ ზონაზე რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში
    • იშვიათი ჰემატომები რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ვაკუუმით
    • პარესთეზია ან დისესთეზია (ცვლილება მგრძნობელობაზე) 2 თვემდე
    • დაღლილობის შეგრძნება და შესაძლო სიცხის მომატება პროცედურიდან 24 საათის განმავლობაში
    • პროცდურის მიმდინარეობისას ტკივილი დაბალი ინტენსივობით (პროცედურის დაწყებიდან პირველი 10 წუთი)
    • დისკომფორტი ზონაზე (1 კვირა/10 დღე)
    • ჰიპო ან ჰიპერ პიგმენტაცია
    • იშვიათია კანის დაზიანება
    • ნერვული ტკივილი დამუშავებულ ზონაზე

        ბოტულინოთერაპიამიმიკური ნაოჭების კორექცია

        ბოტულინოთერაპია  მიმიკური ნაოჭების გასადავების ეფექტური საშუალებაა.

        ბოტულინოტოქსინის ინექციები მკურნალობს:

        • შუბლის, წარბებს შორისი ზონის, ცხვირის, ნიკაპის, საღეჭი კუნთების, თვალის ირგვლივ არსებულ და  პლატიზმის მიმიკურ ნაოჭებს
        • ღრძილოვან ღიმილს
        • ჭარბოფლიანობას
        • შაკიკს

        პროცედურის შემდეგ, რამდენიმე საათი შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შეშუპებას, სიწითლეს, დისკომფორტს, განვითარდეს მცირე ზომის სისხლჩაქცევები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაივლის, ყოველგვარი დამატებითი ზემოქმედების გარეშე.

        კორექციის ეფექტის  და პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ზონის კორექცია ხდება, რა სიხშირით იტარებთ პროცედურას, რომელი პრეპარატი გამოიყენება და როგორ მოუვლის პაციენტი მას.

        ბოტულინოტოქსინზე ალერგიული რეაქცია პრაქტიკულად შეუძლებელია განვითარდეს, ამიტომ აღნიშნულ პრეპარატზე წინასწარი ალერგიული სინჯი არ კეთდება.

        ბიორევიტალიზაცია/მეზოთერაპიაკანის ღრმა დატენიანება, სტრუქტურის გაუმჯობესება და წვრილი ნაოჭების გასადავება

        ბიორევიტალიზაცია კანის ინექციური მეთოდია, რომლის დროსაც ხდება:

        • კანის სტრუქტურის გაჯანსაღება
        • ლიფტინგი
        • ღრმა დატენიანება
        • წვრილი ნაოჭების გასადავება-შემცირება
        • კანის და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით
        • მჟავა ღრმად აღწევს ეპიდერმისისა და დერმის ქვედა შრეებში და, როგორც ბუნებრივი კომპონენტი, უჯრედულ დონეზე მოქმედებს

        ბიორევიტალიზაცია კიდევ უფრო ეფექტურია აქტიური ინსოლაციის შემდეგ, როდესაც კანს ყველაზე მეტად სჭირდება რეგენერაცია.

        ბიორევიტალიზანტების შემადგენლობა მრავალფეროვანია- ჰიალურონის მჟავა, პეპტიდები, ვიტამინები. მათი შერჩევა ხდება კვალიფიციური პროფესიონალის მიერ, პაციენტის კანის ტიპის და მოთხოვნილებების შესაბამისად.

        ჩვენი კლინიკის ექიმი-დერმატოლოგები შემოგთავაზებენ პრემიუმ კლასის, წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქციას – როგორც კომბინაციაში სხვადასხვა პრეპარატებთან, ისე დამოუკიდებლად.

        ზონები: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნები, იდაყვები, მუხლები.

        ბიორევიტალიზაცია ტარდება კურსის სახით, რომელიც მოიცავს 3 პროცედურას 2-3 კვირიანი ინტერვალით.

        პაციენტის მეტი კომფორტისთვის, პროცედურის წინ ტარდება საინექციო ზონის აპლიკაციური ანესთეზია. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წუთია.

        ბლანშირებსტატიკური ნაოჭების შევსება

        ბლანშირების ტექნიკა სტატიკური ნაოჭების გასწორებისა და მისი ბუნებრივი შევსების უნიკალურ და ერთ-ერთი ინოვაციურ მეთოდია, რომელიც ტარდება მონოფაზური ჰიალურონის მჟავის გამოყენებით: სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონაზე წვრილი ხაზების და ნაოჭების(ღარების) კორექციისათვის. პროცედურა ტარდება სპეციფიკური ტექნიკით და შემავსებლით, პრეპარატი შეჰყავთ ზედაპირულად.

        ბლანშირების ტექნიკა არა მხოლოდ ასწორებს ნაოჭს და ბუნებრივად ავსებს მას, არამედ ქმნის ქსოვილის მძლავრ დატენიანებას, რაც იწვევს თვითგაახალგაზრდავების პროცესის დაწყებას.

        აღსანიშნავია, რომ ბლანშირების ზონაზე ჩვეულებრივი ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული შემავსებლის გამოყენება არამიზანშეწონილია და არ იძლევა სასურველ შედეგს. პროცედურა ხშირად ტარდება ბოტულინოთერაპიასთან კომბინაციაში, რაც საუკეთესო საშუალებაა ჰარმონიული და ხანგრძლივი ეფექტის მისაღებად.

        ბუსტერი

        ბუსტერი არის ინექციის სახეობა, რომელიც ახდენს ნაოჭების გასადავებას და კანის ღრმა დატენიანებას.

        ბუსტერი- სტაბილიზებული ჰიალურონის მჟავა + PDRN (პოლინუკლეოციდები), კომპონენტები, რომელთა მოქმედების წყალობით ხდება კანის აღდგენა.

        შიდა ღრმა შრეებიდან ძლიერდება კოლაგენის სინთეზი და ქსოვილის რეგენერაციის უნარი.

        შედეგად მიიღწევა:

        • კანის ელასტიკურობის აღდგენა
        • წვრილი ნაოჭების შევსება
        • კანის სტრუქტურის გაახალგაზრდავება და რეგენერაცია
        • ლიფტინგი
        • ღრმა დატენიანება

         პილინგი

        ქიმიური პილინგი კანის სტრუქტურული გაახალგაზრდავების კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებზე სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერებით ზემოქმედებენ.

        პროცედურისთვის გამოიყენება არაქირურგიული გზით გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, რაც მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტის, სხვადასხვა ტიპის მჟავის გამოყენებით კანის აქერცვლის ხარჯზე ხდება.

        ჩვენებები:

        • პიგმენტური ლაქები
        • ნაიარევი (შრამები)
        • ნახეთქები
        • პოსტ აკნე ნაწიბურები
        • ასაკობრივ ცვლილებები
        • პრობლემური კანი, კომედონები, პოსტ აკნე გამონაყარი
        • ფოტოდაბერება
        • მოშვებული, მოდუნებული, არათანაბარი კანი

        შემავსებლით მოდელირება 

        ფილერი ჰიალურონის მჟავის შემცველი, გაწოვადი ბიოდეგრადირებადი ნაერთია, რომლის გვერდითი ეფექტიც მინიმუმამდეა დაყვანილი და მისი ორგანიზმში ბუნებრივად არსებობის გამო ალერგიული რეაქცია პრაქტიკულად გამორიცხულია.

        ჩვენებები:

        • ზედაპირული და ღრმა ნაოჭები/ნაკეცები
        • პოსტტრავმული ნაწიბურების კორექცია
        • ქსოვილების მოცულობის დეფიციტი
        • სახის ოვალის კორექცია
        • ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის, ცხვირის ესთეტიკური კორექცია
        • თვალის ქვემოთ უპეები
        • ტუჩების გარშემო წვრილი ნაოჭები
        • სხეულის ნებისმიერი მონაკვეთის მცირე დეფექტები

        კანის გაახალგაზრდავება/პიგმენტური ლაქების მკურნალობა/ლიფტინგი აპარატით  RED TOUCH by DEKA

        ფოტოგაახალგაზრდავება წითელი სხივის საშუალებით, იტალიური Deka-ს ფირმის  უნიკალური აპარატით Red Touch.

        აპარატი 675 nm ეფექტური წითელი სხივით მკურნალობს კანს დაზიანების გარეშე, რეაგირებს უშუალოდ კოლაგენურ ბოჭკოებზე, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რაც განაპირობებს კანის გაახალგაზრდავებასა და ლიფტინგს.

        მულტიფუნქციური აპარატი ეფექტურია ყველა ტიპის კანზე, ნებისმიერ ასაკში.

        დამატებითი შესაძლებლობები:

        • პოსტ-აკნე ნაწიბურების და ლაქების მკურნალობა
        • პიგმენტური ლაქების მოშორება
        • სტატიკური ნაოჭების გასადავება

        ზონები: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნის ზურგი.

        პროცედურა ტარდება 4 კვირიანი ინტერვალებით.

        რეკომენდირებულია:

        • მზის დამცავის გამოყენება 50(SPF) 30 დღის განმავლობაში
        • ნამკურნალებ ადგილზე დამწვრობის საწინააღმდეგო ნებისმიერი პრეპარატის გამოყენება (არგოსულფანი, ბეპანთენი)
        • პოსტ-პროცედურულ პერიოდში, დამუშავებულ არეზე არაა რეკომენდირებული დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება

        აკრძალულია:

        ცხელი აბაზანები, საუნა, სოლარიუმი, აუზი, სკრაბი და საპილინგე საშუალებების გამოყენება, სახის პროფესიონალური წმენდა, დერმაბრაზიადა სხვა ლაზერული აპარატურული პროცედურები 30 დღის განმავლობაში. ასევე მზის სხივები, რუჯი 30 დღის განმავლობაში. პროცედურამდე უმჯობესია პაციენტს არ ჰქონდეს რუჯი და ქიმიური პილინგები ჩატარებული ბოლო 30 დღის განმავლობაში.

         

        მასაჟი

        ადამიანისთვის მასაჟი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურაა.

        სწორი ტექნიკით შესრულებული მასაჟი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა თუ ორგანოზე, აუმჯობესებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. მასაჟი კანის გამკვრივებისა და სხეულის გალამაზების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

         

        ჩვენი კლინიკა გთავაზობთ  მასაჟის მრავალფეროვან არჩევანს, რომელსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჩაგიტარებენ:

         

        • კლასიკური – ზოგადგამაჯანსაღებელი მასაჟი – შვედური მასაჟი
        • მიოფასციალური – ღრმა ქსოვილური მასაჟი
        • მიქს თერაპია (გაწელვები იოგას ელემენტებით)
        • სამკურნალო მანუალური ლიმფოდრენაჟი – მუცლის ვისცერალური მასაჟი
        • საკორექციო, სკულპტურულ-ანტიცელულიტური მასაჟი
        • რიგიდული – მტკივნეული კუნთების მოდუნება, ტრიგერული ზონების დამუშავება
        • ანტისტრეს – რელაქს მასაჟი
        • ცხელი ქვებით მასაჟი

        მასაჟი

        ადამიანისთვის მასაჟი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურაა.

        სწორი ტექნიკით შესრულებული მასაჟი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა თუ ორგანოზე, აუმჯობესებს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. მასაჟი კანის გამკვრივებისა და სხეულის გალამაზების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

         

        ჩვენი კლინიკა გთავაზობთ  მასაჟის მრავალფეროვან არჩევანს, რომელსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჩაგიტარებენ:

         

        • კლასიკური – ზოგადგამაჯანსაღებელი მასაჟი – შვედური მასაჟი
        • მიოფასციალური – ღრმა ქსოვილური მასაჟი
        • მიქს თერაპია (გაწელვები იოგას ელემენტებით)
        • სამკურნალო მანუალური ლიმფოდრენაჟი – მუცლის ვისცერალური მასაჟი
        • საკორექციო, სკულპტურულ-ანტიცელულიტური მასაჟი
        • რიგიდული – მტკივნეული კუნთების მოდუნება, ტრიგერული ზონების დამუშავება
        • ანტისტრეს – რელაქს მასაჟი
        • ცხელი ქვებით მასაჟი

        ბუკალურ-სკულპტურული მასაჟი

        სახის ბუკალურ-სკულპტურული  მასაჟით ვაჩერებთ ასაკს,  ვაახალგაზრდავებთ კანს,  ვუნარჩუნებთ სახეს ნატურალურ და ბუნებრივ სტრუქტურას.

        ასეთი ტიპის მასაჟი კუნთის გაჯანსაღებასა და გამოცოცხლებაზეა ორიენტირებული:

        • ტონუსში მოჰყავს სახის კუნთები
        • ამკვრივებს მოშვებულ კანს
        • საგრძნობლად აუმჯობესებს სისხლის და ლიმფის მიმოქცევას
        • ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზს

        შედეგად ვიღებთ სახის ჯანსაღ სტრუქტურას.

        კანის წმენდა აპარატით HYDRAFACIAL ELITE

        Hydrafacial Elite კანის პროფესიონალური წმენდის უახლესი აპარატია. აღნიშნული აპარატით შესრულებული კანის მრავალსაფეხურიანი ატრავმული წმენდის ერთჯერადი პროცედურაც კი თავის თავში მოიცავს კანის მოვლის მსოფლიოში აპრობირებულ პროცედურათა და საშუალებათა სრულ ნაკრებს, კერძოდ: ახალი თაობის ჰიდრო და მიკროკრისტალურ დერმაბრაზიას, ქიმიურ პილინგებს, ვაკუუმ ტექნოლოგიას, უნიკალური კომბინაციის გამაახალგაზრდავებელ შრატებსა და სპეციფიკური საჭიროების LED განათებებს.

        HydraFacial®️-ის აპარატი წარმოადგენს უალტერნატივო, ოქროს სტანდარტს ესთეტიკურ მედიცინაში, მისი უპირატესობა ეფუძნება დაპატენტებულ Vortex-Fusion®️ ტექნოლოგიას. აღნიშნული ტექნოლოგიის უნიკალურობა გულისხმობს ერთჯერადი, სპეციალური თავაკების გამოყენებას და ერთი ზემოქმედებისას რამდენიმე ფაქტორის სინერგიულ, ერთობლივ მოქმედებას. შედეგად მიიღწევა კანის მექანიკური ექსფოლიაცია, ვაკუუმის მასტიმულირებელი ეფექტი, ხოლო მრავალფუნქციური შრატების გამოყენებისას კანის გაჯერება ანტიოქსიდანტებით, პეპტიდებითა და ჰიალურონის მჟავით.

        ჩვენს კლინიკაში პროცედურა ტარდება მაღალი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ექიმ დერმატო – კოსმეტოლოგების მიერ, რომლებიც თითოეულ პაციენტს, პროტოკოლის მკაცრი დაცვით, სახის და სხეულის კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით, შეურჩევენ ინდივიდუალურ პროგრამას.

        BIOLOGIQUE RECHERCHE პროდუქციის პროცედურები

        კანის სრული გარდაქმნა  და მასზე საოცარი შედეგის მოხდენა შეუძლია ფრანგული, პრემიუმ კლასის პროფესიონალური ბრენდის Biologique Recherche პროდუქციით ჩატარებულ პროცედურებს.

        პროდუქცია ეფუძნება სილამაზის შენარჩუნებისა და კანის მოვლის კლინიკურ მიდგომას გამორჩეულად სუფთა,

        კონცენტრირებული ნედლეული ინგრედიენტების გამოყენებით.

        მცენარეული, ზღვისა და ბიოლოგიური ექსტრაქტების მაღალი კონცენტრაციის საშუალებით, მისი პროდუქტები ძლიერი მოქმედებითა და შედეგზე ორიენტირებულობით გამოირჩევა.

        არცერთი პრეპარატი არ შეიცავს ხელოვნურ არომატებსა და საღებავებს. ის საუკეთესო არჩევანია ალერგიისადმი მიდრეკილი მგრძნობიარე კანის მქონეთათვის.

        აქტიური ინგრედიენტების ორიგინალური სტრუქტურის შესანარჩუნებლად წარმოების ცივი მეთოდის გამოყენება ისევე განსხვავდება სხვა მეთოდებისგან, როგორც ახალი ხილი – დაკონსერვებულისგან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ერთგულებას უაღრესად აქტიური ინგრედიენტების მიმართ.

        გთავაზობთ სახის აპარატურულ დიაგნოსტიკას:

        • Masque aux aicides de fruits – ბუსტერი
        • Masque exfoliant p 50 visage – ბუსტერი
        • Lift cvs booster
        • Soin Lissant – ბუსტერი
        • MC 110 – ბუსტერი
        • VIP O2 – გამაჯანსაღებელი ბუსტერი
        • Hydreclat – დატენიანების და ბზინვარების მომცემი პროცედურა
        • მგრძნობიარე კანის პროცედურა
        • სებორეგულაციური პროცედურა