როგორ შეიქმნა Noemie-ის ვებსაიტი
Noemie-ის ვებსაიტზე ვიზიტორს შეუძლია გაეცნოს ესთეტიკური ცენტრის სერვისებს, ნახოს სამუშაო საათები და დაუკავშირდეს ცენტრს. მთავარ გვერდზე რამდენიმე სერვისია გამოტანილი, სერვისების ცალკე გვერდზე კი თითოეულს თავისი აღწერა აქვს.
ვებსაიტი გააციფრულეს გუნდმა შექმნა. სერვისები, ინფორმაცია ცენტრის შესახებ და საკონტაქტო დეტალები ცალკე გვერდებზე დავალაგეთ. მენიუდან ქართულსა და ინგლისურს შორის გადართვა შეიძლება. დიზაინში გამოვიყენეთ ცენტრის ინტერიერის ფოტოები, რომ ვიზიტორმა სივრცე წინასწარ ნახოს.