სერვისები
EMTONE
EMTONE – უნიკალური ტექნოლოგიების მიხედვით შექმნილი აპარატი, რომელიც ებრძვის ცელულიტს.
კურსის საშუალო შედეგები:
- 59% იზრდება კოლაგენის სტიმულაცია
- 64% იზრდება ელასტინის სტიმულაცია
- 44% იზრდება დერმის სისქე (უმჯობესდება ვიზუალი და ცელულიტი ნაკლებად შესამჩნევი ხდება)
EMTONE-ს, როგორც BTL-ის ყველა აპარატს მინიჭებული აქვს FDA სერტიფიკატი.
EXILIS ULTRA FEMME 360 ™
პირველად საქართველოში, ინტიმური გაახალგაზრდავებისა და ქალებში სომატური ფაქტორებით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციების მკურნალობა აპარატით EXILIS ULTRA FEMME 360 ™.
• პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო და არაინვაზიური
• არ საჭიროებს სარეაბილიტაციო პერიოდს
• პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს
EMSCULPT NEO
EMSCULPT NEO არის უახლესი, ინოვაციური, უსაფრთხო ტექნოლოგია სხეულის ცხიმოვანი მასის შესამცირებლად, კუნთოვანი მასის გასაზრდელად და კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
მსოფლიოში ერთადერთი დაპატენტებული, არაინვაზიური მეთოდი აერთიანებს სინქრონიზებულ RF+HIFEM ტექნოლოგიას ერთ აპარატში.
ჩვენ შესახებ
ესთეტიკური ცენტრი „ნოემი“ გთავაზობთ პრემიუმ კლასის მომსახურებას, რომლის შედეგადაც თავს გარეგნულად და შინაგანად გამორჩეულად კარგად იგრძნობთ.
კლინიკაში დაგხვდებათ სილამაზის ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიონალური, მყუდრო, მშვიდი, თბილი და კეთილგანწყობილი გარემო.
ჩვენს ესთეტიკურ ცენტრში ყველაფერია, რაც საკუთარ თავზე ზრუნვასა და საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაეხმარება მომხმარებელს: მკურნალობის უახლესი, უსაფრთხო მეთოდები, სახისა და ტანის მოვლისთვის განკუთვნილი უნიკალური, რეალურად ეფექტური პრეპარატები და ინოვაციური აპარატურა, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი.
„ნოემის“ ფილოსოფია ეწინააღმდეგება გარეგნობაში ყოველგვარ უხეშ ჩარევას და ორიენტირებულია ბუნებრიობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე ხელოვნური მანიპულაციების გარეშე, რაც, მოგეხსენებათ, ბოლო წლების ტრენდად იქცა სილამაზის ინდუსტრიაში.
დაიწყეთ სასიამოვნო გარდასახვა ჩვენს კლინიკაში!